ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა შესაბამისი ხელშეკრულება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა შესაბამისი ხელშეკრულება. მომსახურების ვადად 6 თვე განისაზღვრა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, 1500 მაყურებელზე გათვლილ კომპლექსში მოეწყობა დახურული მინი საფეხბურთო დარბაზი, 100 მაყურებელზე გათვლილი ღია, ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, სამოყვარულო სპორტული ცოცვის კედელი, ჩოგბურთის ორი ღია და ერთი დახურული ტიპის კორტი, პადელისა და ქვიშის ფრენბურთის მოედნები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები