დავით მათიკაშვილი: არის აშკარა მცდელობა ბიძინა ივანიშვილზე ყოვლად დაუსაბუთებელი თავდასხმების და ცდილობენ, მას ნეგატიური მანტია მოარგონ

არის აშკარა მცდელობა ყოვლად დაუსაბუთებელი თავდასხმების ბიძინა ივანიშვილზე და ცდილობენ, მას ნეგატიური მანტია მოარგონ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს.

მისი თქმით, ოპონენტების მხრიდან ვერც ერთი დოკუმენტი და მტკიცებულება ვერ იქნა წარმოდგენილი, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ერევა.

„მაშინ, როდესაც ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ დეოლიგარქიზაცია არის ინსტიტუციური გაძლიერების მექანიზმი და ის არ შეიძლება, პიროვნებებზე იყოს მორგებული, მაშინ, როდესაც კანონი, რომელიც უკრაინაში იქნა მიღებული და ვენეციის კომისიაში გადაიგზავნა, ამ კანონზე მიდის მუშაობა, რაც გაძლიერებულ ინსტიტუციებს გულისხმობს, რომელიც მოჭარბებული გავლენის მქონე პირებისგან სახელისუფლებო რგოლებს დაიცავს და პიროვნებებზე არ არის საუბარი, არის აშკარა მცდელობა ყოვლად დაუსაბუთებელი თავდასხმების ბიძინა ივანიშვილზე. ადამიანზე, რომელსაც ცდილობენ, ნეგატიური მანტია მოარგონ მაშინ, როდესაც საქართველოში დამოუკიდებლობის შემდეგ იმაზე მეტი პოზიტიური საქმე არ გაკეთებულა, ვიდრე მან გააკეთა. ეს არის ის აბსურდული რეალობა, რომლის წინაშეც ჩვენ, ყველანი დავდექით და სულ მცირე, ძალიან დიდი უსამართლობა იქნება, ამ ყველაფერს სათანადოდ არ გაეცეს დასაბუთებული პასუხი, სადაც ძალიან კარგად იქნება ახსნილი, რა ხდება რეალურად და რატომ გვაქვს საქმე ამ უცნაურ მოვლენებთან“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები