ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ ახალშექმნილმა სამუშაო ჯგუფმა პირველი საორგანიზაციო შეხვედრა გამართა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საქართველოს სასამართლოებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გათვალისწინების საკითხთან დაკავშირებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა პირველი საორგანიზაციო შეხვედრა გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

​უწყების ცნობით, შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრებები ჯგუფის მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით.

ჯგუფის გადაწყვეტილებით, 13 ივლისს სამუშაო ჯგუფის პირველი გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართება.

აღნიშნულ შეხვედრაში, სამუშაო ჯგუფის წევრების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ დაინტერესებული პირები აკადემიური წრეებიდან და არასამთავრობო სექტორიდან.

შეხვედრას ასევე დაესწრებიან საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის და ევროკავშირის წარმომადგენლები.

„გაფართოებულ ფორმატში, დაგეგმილი სამუშაო შეხვედრის მიზანია საქართველოს სასამართლოებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გათვალისწინების საკითხთან დაკავშირებით იდეების გენერირება, მოსაზრებების ურთიერთგაცვლა და შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებების გამოკვეთა“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები