სარკინიგზო კატასტროფას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

  საფრანგეთის ალპებში სარკინიგზო კატასტროფას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 7 კი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო „AFP“-ი იუწყება. ტურისტებით სავსე მატარებელი რელსებიდან გადავიდა. ნაშუადღევს რამდენიმე მგზავრმა ვაგონებიდან ამოძრომა შეძლო. ტრაგედიის ადგილზე მედიკოსები და მაშველები მუშაობენ. გავრცელებული ინფორმაციით, კატასტროფა რელსებზე კლდის ნატეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები