გალერეა ნექტარში გამოფენა „ალბომი“ გაიხსნება
დღეს, 19:00 საათზე გალერეა ნექტარში გამოფენა „ალბომი“ გაიხსნება. გამოფენის მთავარი ინსპირაცია დანიელი არტისტის მეთე ჯულის მიერ 2014 წლის ივლისში თანამედროვე ხელოვნების ცენტრში ჩატარებული ვორკშოფია.
CCA-T-ის ოთხმა სტუდენტმა, მათ პირად არქივებსა და ფოტოებზე დაფუძნებით, შექმნეს ნამუშევრები, რომლებიც დატვირთულია პირადი და ჯგუფური მეხსიერების თემატიკით. ზოგი ისტორია ძალიან პირადულია, ზოგ ისტორიასთან კი ყველამ შეიძლება დაინახოს კავშირი პირადი გამოცდილებიდან და მეხსიერებიდან გამომდინარე. გამოფენაში გვანცა ჯიშკარიანი, თამარა გობრონიძე, ანა ჯიქია და
ნატა ყიფიანი მონაწილეობენ.