ლაშა ცქვიტინიძის ფილმი სარაევოს კინოფესტივალზე
ლაშა ცქვიტინიძის ფილმი სარაევოს კინოფესტივალზე მოხვდა. სურათი სახელწოდებით „მე ვარ ბესო“ ახალგაზრდა რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარია. სურათი 14 წლის მოზარდის ცხოვრებაზე, მის პრობლემებზე და სამყაროსადმი დამოკიდებულებაზეა. პროექტმა გასულ წელს ეროვნული კინოცენტრის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმის კონკურსში გაიმარჯვა.