ვუდი ალენი ნაშვილები ქალიშვილის წერილს პასუხობს
ამერიკელი მსახიობი და კინორეჟისორი ვუდი ალენი კატეგორიულად უარყოფს ნაშვილები ქალიშვილის დილან ფეროუს ბრალდებებს, იმის შესახებ, რომ რეჟისორი მასზე ბავშვობაში სექსუალურად ძალადობდა. ვუდი ალენმა ფეროუს წერილით უპასუხა. რეჟისორის წერილში აღნიშნულია, რომ გოგონას ეს ნაბიჯი დედამ, ვუდი ალენის სამოქალაქო ცოლმა მია ფეროუმ გადაადგმევინა. მისივე თქმით, ყოფილმა მეუღლემ ამ გზით გადაწყვიტა მასზე შურისძიება. ალენი წერილში ასევე დასძენს, რომ მას ძალიან უყვარს დილანი და იმედოვნებს, რომ გოგონა ერთ დღესაც მიხვდება, რომ ის მოატყუეს. ვუდი ალენი მია ფეროუს 1992 წელს ხმაურიანი სკანდალით დაშორდა.
შეგახსენებთ, რომ ვუდი ალენი ნაშვილებმა გოგონამ – დილან ფეროუმ სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. თუმცა, ვუდი ალენმა გაზეთ “ნიუ-იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნებულ ფეროუს წერილს სიცრუე უწოდა.