უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, ალუდა ზვიადაურს დღეს სამხედრო პატივთ დაკრძალავენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მეომარს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ალუდა ზვიადაური სამშობლოში გუშინ ჩამოასვენეს. სამოქალაქო  პანაშვიდი ქაშუეთის ტაძარში გაიმართა, რის შემდეგაც იგი საგარეჯოს რაიონის სოფელ გომბორში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.

ალუდა ზვიადაურს საგვარეულო სასაფლაოზე 14:00 საათზე დაკრძალავენ.

ალუდა ზვიადაური ოკუპანტების ტყვიას სევეროდონცეკში, ფრონტის ხაზზე იმ დროს ემსხვერპლა, როცა დაჭრილების გადარჩენას ცდილობდა.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას უკვე 16 ქართველი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები