Reuters: პუტინი საზღვარგარეთ მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის მიემგზავრება
უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრიდან მეხუთე თვეში, ვლადიმერ პუტინი საზღვარგარეთ ვიზიტებს განახორციელებს.
ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
კრემლის ლიდერი ტაჯიკეთსა და თურქმენეთს ეწვევა, შემდეგ კი მოსკოვში ინდონეზიის პრეზიდენტს, ჯოკო ვიდოდოს შეხვდება.
პუტინი დუშანბეში ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს შეხვდება, აშხაბადში კი კასპიის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
პუტინის ბოლო მოგზაურობა იყო პეკინში ოლიმპიურ თამაშებზე, თებერვლის დასაწყისში.