ზელენსკიმ ბელარუსის მოსახლეობას მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსის მოსახლეობას მოუწოდა, ხელი შეუშალონ რუსეთის სასარგებლოდ ქვეყნის ომში ჩათრევას.

ამის შესახებ მან უკრაინელებისადმი ტრადიციულ ვიდეომიმართვაში თქვა.

„მინდა, მივმართო ბელარუსის მოქალაქეებს. ხალხს – როგორც სამოქალაქო პირებს, ასევე, ფორმიანებს. თქვენ ომში გითრევენ და კიდევ უფრო აქტიურად, ვიდრე ეს თებერვალსა და გაზაფხულის თვეებში იყო. კრემლმა თქვენ მაგივრად უკვე ყველაფერი გადაწყვიტა – თქვენი სიცოცხლე მათთვის არაფერს ნიშნავს. მაგრამ თქვენ არ ხართ მონები და არც საზარბაზნე ხორცი. არ უნდა მოკვდეთ და თქვენ შეგწევთ ძალა, არავის მისცეთ უფლება, თქვენ მაგივრად გადაწყვიტოს, თუ რა უნდა მოხდეს მომავალში. მე ვიცი, რომ ბელარუსის ხალხი მხარს გვიჭერს, მხოლოდ ჩვენ და არა ომს და სწორედ ამიტომ სურს რუსეთის ხელმძღვანელობას თქვენი ომში ჩათრევა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები