ლონდონის პოლიციელები პორნოგრაფიული ფოტოების გამო დააკავეს

  ლონდონში სამი პოლიციელის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. მათ ერთმანეთისთვის “სმარტფონით” პორნოგრაფიული ფოტოების გადაგზავნაში ედებათ ბრალი. პოლიციელები 2013 წლის 19 დეკემბერს დააკავეს. დაკითხვის შედეგად ერთი მათგანი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ორი პოლიციელი კი სამსახურში მუშაობის შეზღუდულ რეჟიმზე გადაიყვანეს. ჩხრეკის შედეგად, მათ ბინებში პოროგრაფიული ფოტოები აღმოჩნდა. ჯერჯერობით დაუდგენელია, პოლიციელები ფოტოებს ერთმანეთს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს უგზავნიდნენ, თუ სამსახურის შემდეგ – თავისუფალ დროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები