ირაკლი კობახიძე გელა აფრასიძესა და მიხეილ ნარიაშვილს საფრანგეთის ჩემპიონობას ულოცავს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გელა აფრასიძესა და მიხეილ ნარიაშვილს საფრანგეთის ჩემპიონობას ულოცავს.

„ჩვენს საამაყო მორაგბეებს, გელა აფრასიძეს და მიხეილ ნარიაშვილს ვულოცავ საფრანგეთის ჩემპიონობას!“, – წერს კობახიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, „მონპელიე“, სადაც ქართველი მორაგბეები: გელა აფრასიძე და მიხეილ ნარიაშვილი თამაშობენ, საფრანგეთის ჩემპიონი პირველად გახდა. TOP 14-ის ფინალში, „სტად დე ფრანსზე“ „მონპელიემ“ „კასტრი“ 29:10 დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები