სოჭის ოლიმპიადის გახსნის დღეს ბავშვთა რეკორდული რაოდენობა დაიბადა

   ზამთრის 22-ე ოლიმპიადის გახსნის დღეს სოჭში ბავშვთა რეკორდული რაოდენობა დაიბადა. ქალაქის პერინატალურ ცენტრში 34 ბავშვი გაჩნდა. ერთ-ერთი მათგანი კი 20:14 წუთზე, ზუსტად ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის დაწყების დროს მოევლინა ქვეყნიერებას. 34 დაბადებული ბავშვიდან 24 ვაჟია, ხოლო 10 გოგონა.
როგორც სოჭის მერის მოადგილემ ირინა რომანეცმა განაცხადა, ისინი ძალიან ბედნიერები არიან, რომ ზუსტად ამ დღეს სოჭელ ბავშვთა რეკორდული რაოდენობა დაიბადა.
„ეს ალბათ იმის ნიშანია, რომ ჩვენს ქალაქს დიდი მომავალი აქვს”, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ სოჭის ზამთრის ოლიმპიადა 7 თებერვალს გაიხსნა და 23 თებერვლამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები