გლდანში, გმირი კურსანტების N14-16-18 საცხოვრებელ კორპუსებთან სკვერი ეწყობა

გლდანის გამგეობის მიერ გმირი კურსანტების N14-16-18 საცხოვრებელ კორპუსებთან სკვერი ეწყობა. გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი აღნიშნულ მისამართზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის  მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამშენებლო ნარჩენები ეყარა, რაც გაიტანეს და შემდეგ სამუშაო პროცესი დაიწყო. სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 2 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. განთავსდება ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები, ფიტნეს ზონა, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები.
ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. გმირი კურსანტების N14-16-18 საცხოვრებელ კორპუსებთან მიმდინარე სამუშაოებისთვის გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან 500 000 ლარამდე დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები