თბილისის ზოოპარკს “რძალი”, მდედრი სამეფო პითონი შეემატა

   თბილისის ზოოპარკს რამდენიმე დღის წინ ახალი, მდედრი სამეფო პითონი შეემატა. ამის შესახებ ინფორმაცია “თბილისის ზოოპარკის” ფეისბუქის გვერდზე ვრცელდება. “ახლად ჩამოყვანილ მზეთუნახავს საქართველოში სატრფო დახვდა. ფოტოზე პირველი პაემანია ასახული. პითონი მომავალი მეუღლისადმი თავის მოწონებითა და პრანჭვითაა დაკავებული. გველური ფლირტი ადამიანურისგან ცოტა არ იყოს განსხვავებულია. კინოებში და თეატრებშიარ დადიან, არც პარკის სკამებზე ჩამომსხდარები უჟუჟუნებენ ერთმანეთს თვალებს, ამიტომ ამ ერთი ფოტოთი ალბათ გაგვიჭირდება შეყვარებული წყვილის გულებში აბრიალებული ვნების კოცონის ასახვა. აბა, კარგად დააკვირდით ორივეს…
თუ მიხვდებით, რომელია ჩვენი ულამაზესი პატარძალი?
ერთი შეხედვით თითქოს ერთნაირები არიან, თუმცა, თუ ყურადღებით დაათვალიერებთ, განსხვავებას უმალ აღმოაჩენთ. ახლად ჩამოყვანილ მზეთუნახავს მისი სატრფოსგან უფრო საინტერესო ორნამენტი გამოარჩევს, რადგან ის სპეციალურად გამოყვანილი „ეგზემპლარია“ – ე.წ. პასელი. ამგვარი სამეფო პითონები კოლექციონერებს სელექციის შედეგად გამოჰყავთ, რომ უფრო ლამაზი და განსაკუთრებული მოხატულობა ჰქონდეთ. მიხვდით, რომელია ჩვენი რძალი?” – აცხადებენ ზოოპარკში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები