„ნოსტალგიამ ამაღებინა კალამი ხელში“ – ემიგრანტი ექიმი, ხვედრი სულით ობლობისა და საქართველოში დაბრუნების დიდი სურვილი…

დაიბადთბილისში. 1975 წელს წარჩინებით დაამთავრ 123-ე საშუალო სკოლა; შემდეგ – სამედიცინო სასწავლებელი. მუშაობა ექთნად თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიურ განყოფილებაში…
1978 წლის  ზაფხულში დატოვ საქართველო და ცელინოგრადის (აზახეთში) სამედიცინო ინსტიტუტში განაგრძო სწავლა.
სწავლასთან ერთად მუშაობდ სამშობიაროში… ღამე მორიგეობდა, დილით კი ისევ ინსტიტუტ მიდიოდა
ბავშვობიდან წერდა, მაგრამ დიდი პაუზის შემდეგ წერა 2016 წლიდან განაახლა. ამბობს, რომ 
უსამშობლობა  ყველაზე დიდი ტკვილი იყო…ძალიან მობეზრდა უცხო გარემო, რომელიც ჩემი არაფრით გახდა  მიხარია, რომ ისევ დავიწყე ქართულად აზროვნება, ვწერ, ვკითხულობ
იბეჭდება ლიტერატურულ ჟურნალებში. მისი ნოველები შევიდა ირინა ხურციძის რედაქტირებით გამოცემულ წიგნებში: მინიატურული პოეზიის ორტომეულში. „მე შენ მიყვარხარ“ –  ორტომეულში; „მუზების ქარავანში“. ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანი სამშობლოში დაბრუნებაა. – ექიმისა და მწერლის, ლალი ჩხეიძის პერსონა.

– დავიბადე თბილისში. მამა – ამირან აკაკის ძე ჩხეიძე იყო.  ბაბუაჩემი, მამის მამა, დახვრიტეს 1936 წელს.
დედა – ქუთათელაძის გვარის იყო, მისი ოჯახი გააკულაკეს, წულუკიძეში, კერძოდ, ხონში ცხოვრობდნენ… გადმოსახლდნენ თბილისში… მამას, გიმნაზიის ოთხი კლასი ჰქონდა დამთავრებული, უმამოდ რომ დარჩა. ბებიაჩემმა  თბილისში ნათესავებთან ჩამოიყვანა…
ბავშვობას კარგად მახსენდება, თბილი, სტუმართმოყვარე ოჯახი გვქონდა… მამა შრომისმოყვარე იყო, ყამირის ათვისებაში მონაწილეობდა, მუშაობდა აკმოლინსკში, შემდეგ ეს ქალაქი ცელინოგრადი გახდა, ამჟამად კი „ასტანა” „ნორ- სულტანი”  ჰქვია.
ორი წლის შემდეგ დაბრუნდა თბილისში, პატარა სიყვარულით სავსე სახლი გვქონდა საბურთალოზე.
დავიბადე  თბილისში  30 ნოემბრის დილის ექვს საათზე, სახლში… სკოლაში შემიყვანეს ექვსი წლის ასაკში, ჩემი დაჟინებული თხოვნის გამო… მყავდა ორი უფროსი და და ორი უმცროსი ძმა…
1975 წელს წარჩინებით დავამთავრა 123-ე საშუალო სკოლა…
ჩავაბარე სამედიცინო სასწავლებელში, დავამთავრე 1977 წელს წითელ დიპლომზე…დავიწყე მუშაობა ექთნად თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს  ენდოკრინოლოგიურ განყოფილებაში…
1978 წლის ზაფხულში დატოვეთ საქართველო და ცელინოგრადის (ყაზახეთში) სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარეთ…  რამ განაპირობა ამ პროფესიის არჩევა?
– 1978 წლის ზაფხულში დავტოვე საქართველო… რვა წლის ასაკში ავარიაში მოვხვდი და  ამან განაპირობა ჩემი პროფესიის არჩევანი,  ცელინოგრადის სამედიცინო ინსტიტუტში ჩავაბარე.
სტუდენტობის წლები ია-ვარდებით მოფენილი როდი იყო,  სწავლასთან ერთად სულ ვმუშაობდი ღამის მორიგე მედდად სამშობიაროს რეანიმაციაში… ღამე ვმორიგეობდი, დილით კი ისევ ინსტიტუტში მივდიოდი… ზაფხულობით „სტროიატრიადში“ ვმუშაობდი…  ოჯახი შევქმენი და უფრო მეტი პრობლემები დამეწყო…

უფროსი შვილი – გიორგი

შემეძინა ვაჟი, გიორგი… სამი წლის განმავლობაში ვცხოვრობდით სტრატეგიული დანიშნულების დახურულ ქალაქში სტეპნაგორსკდი. ამ ქალაქს ამერიკელები უწოდებდნენ „Город смертников“,  რადგან ურანის საბადოები იყო… სამი წელი ვიმუშავე ბიოლოგიურ ლაბორატორიაში…
სამი წლის შემდეგ ისევ დავბრუნდით ცელინოგრადში და გავაგრძელე მუშაობა სამშობიაროში… უკვე ორი შვილის დედა ვიყავი… 90-იანი წლები ჩვენც შეგვეხო…1996 წელს მამა გარდამეცვალა, რვა თვის  შემდეგ – დედა, შემდეგ კი – ჩემზე ერთი წლით უფროსი და… ამით არ დამთავრდა ჩემი ტკივილი, დავრჩი მეუღლის გარეშე…
ყაზახები თბილი ხალხია, ყველას ძალიან ვუყვარდი, თანამშრომლები მყავს მხედველობაში… საერთოდ, ქართველ ხალხს დიდ პატივს სცემდნენ… მე ვიყავი ქართველი ხალხის სახე…
– ამბობთ, რომ წერა 8 წლიდან დაიწყეთ, მაგრამ აღარ გააგრძელეთ…
– სკოლაში ვწერდი, მაგრამ არავის ვეუბნებოდი, პოეზიაზე ვიყავი შეყვარებული… არ გავაგრძელე, რადგან დრო არ მქონდა… ვსწავლობდი, ვმუშაობდი… ნოსტალგიამ ამაღებინა კალამი ხელში…
მახსოვს, სოციალურ ქსელში, „ოდნოებში“ წავიკითხე „თავხედი პოეტის” ლექსი, ემოციებს ვერ ვიკავებდი, რუსულად გავუკეთე კომენტარი. ისე  გამომლანძღეს, თავი ვერ შევიკავე და ავტირდი… კომენტარი წავშალე. მერე კი კალამი ავიღე და დავწერე:

„სულით ობლობა ვიგრძენი,
ეგ ძნელად ძნელი ტვირთია,
გულში თუ ეჭვი მიუშვი,
სიკეთე გაგიყიდია.
გულისტკივილი დიდია,
მძიმე ხურჯინი მკიდია,
სული დამირჩა ჯანსაღი,
ეშმაკს არ მიმიყიდია“…

მოგვიანებით „თავხედმა პოეტმა” ბოდიში მომიხადა, დავმეგობრდით… „თავხედი პოეტი“ – როი სოხუმელია. მიყვარს მისი პოეზია… დღემდე  ვმეგობრობთ.

შვილი ვახტანგი და ვიქტორია

უსამშობლობა ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი იყო… მომბეზრდა უცხო გარემო, რომელიც არაფრით გახდა ჩემი, რუსული ენა, წერა… სოციალურ ქსელში ვკითხულობდი ყველაფერს, რაც ქართულად იწერებოდა… დავიწყე წერა, შვება ვიგრძენი…მიხარია, რომ ისევ დავიწყე ქართულად აზროვნება, ვწერ, ვკითხულობ…
– პირველი ნაწარმოებები…
– პირველი პროზაული ნაწარმოები იყო „თეთრი ფეხსაცმელი”. გადმოვეცი  ჩემი ტრაგედიის ამბავი, რვა წლის ასაკში ავარიაში რომ მოვხვდი… დათო ახლოურმა დაბეჭდა ,,ყვითელი აივნის დღიურებში”.
ვწერ ძირითადად სიყვარულზე, ერთგულებაზე, სამშობლოა ჩემი მიჯნური…რასაც ვწერ, პროზა მაქვს მხედველობაში, ყოველთვის არის რეალობას პლუს ცოტა ფანტაზია.
ჩემი პროზიდან მიყვარს „უკანასკნელი პაემანი“… „სიცოცხლის ანგელოზი” ეს ჩემი ცხოვრებაა…
– ოჯახი…
– მეუღლე ადრე გარდამეცვალა, ავადმყოფობდა – გულით.
წარმატებული შვილები მყავს, ჩემმა გიორგიმ ომსკის უნივერსიტეტი დაამთავრა, ერთ-ერთი ძლიერი ფინანსისტია ჩვენს ქალაქში…
ვახტანგი მუშაობდა 16 წლის ასაკიდან ერთ-ერთ ძლიერ კომპანიაში, დაიწყო უბრალო მუშიდან და გახდა დირექტორის მოადგილე… ამჟამად საკუთარი ბიზნესი აქვს. მე უკვე პენსიონერი ვარ… მყავს ოთხი შვილიშვილი…
–  შორიდან დანახული საქართველო?
– საქართველო ჩემთვის სამოთხეა და ამავე დროს – დიდი ტკივილი…
– ჰობი…

შვილიშვილები: კირა, დავითი, დანიელი, ევა

– მიყვარს ქსოვა, ვქსოვ პროფესიონალის დონეზე, ვქარგავ… მიყვარს კულინარია… ძალიან მიყვარს პოეზია, ლიტერატურა… ყოველთვის ვიხსენებ ლიტერატურის მასწავლებელს ელენე სურგულაძეს, დამსახურებული მასწავლებლის წოდება ჰქონდა მინიჭებული… ღია გაკვეთილზე ყოველთვის დაფასთან მიძახებდა…
– სამომავლოდ?
–  სამომავლო  გეგმაა – საქართველოში დაბრუნება…

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები