სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის ემზარ გაგნიძის განცხადებით,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კორუფციული დანაშაულების მიმართ განსაკუთრებით შეურიგებელი იქნება.
“როგორც ხედავთ, არსებობს არცთუ იშვიათი შემთხვევები, როდესაც ადგილი აქვს სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლების მხრიდან ყალბი სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემას, რაც, გარდა სახელმწიფოსა და საზოგადოების ზოგადი ანტიკორუფციული ინტერესებისა, უდიდეს ზიანს აყენებს ძალიან ბევრი ღირსეული და პროფესიონალი მედიკოსის იმიჯს. ამიტომ მოვუწოდებთ სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებს თუ იმ ადამიანებს, ვისაც მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის სურვილი აქვს – ნუ დაუშვებენ მსგავსი უკანონო ქმედების ჩადენას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კორუფციული დანაშაულების მიმართ იქნება განსაკუთრებით შეურიგებელი”,- აცხადებს გაგნიძე.