“შავზე გეუბნებიან, რომ თეთრია, თეთრზე – რომ შავი;  წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგაბრალებენ დავუშვათ პრორუსობას, ან პროჩინელობას, ან მსგავს რაღაც სიგიჟეს” – სოსო მანჯავიძე

“რომ ეთქვათ, ქართველ ხალხად წოდებული არასამთავრობო სექტორი და მათი აგენტურა ძალადობდა, ეს შეეწინააღმდეგებოდა მათ ცენტრალურ ნარატივს. შესაბამისად, მოსალოდნელი იყო ზუსტად ის რეაქცია, რომელიც ჩვენ ვნახეთ“, – ამის შესახებ გადაცემაში „EURO ანატომია“ პოლიტოლოგმა, სოსო მანჯავიძემ  ისაუბრა, რითაც საქართველოში 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით ევრობიუროკრატების პოზიცია შეაფასა.

„ფაქტები ეწინააღმდეგებოდა მათ პოლიტიკურ მიზნებს. შესაბამისად, ფაქტების ისეთი ინტერპრეტაცია გააჩაღეს, რომელიც არამხოლოდ სასაცილოა, ტრაგედიაც არის ეს. ჩვენ რას გვეუბნებიან – გვეუბნებიან იმას, რომ საერთოდ არანაირი ძალადობა არ ყოფილა, ღობეები საოცარი აქტიურობით გამოირჩეოდნენ, თვითონ იწვევდნენ მომიტინგეებს, შემდეგ გადაწვნენ, რომ შეეტყუებინათ. კიდევ კარგი, რომ მათ არ აქვთ მითოლოგიის ცოდნა, თორემ იტყოდნენ, რომ იქ სირინოზები ისხდნენ, შეიტყუეს მომიტინგეები და ცეცხლის გაჩნდა თავისით, ანუ, თვითაალება მოხდა. ასეთი რამეები ჯერჯერობით არ უთქვამთ, თუმცა უნდა ველოდოთ, რომ ზუსტად ასეთი სცენარით განვითარდება მოვლენები და სიგიჟე, რომლებსაც ისინი ავრცელებენ, კიდევ უფრო მწვავე ფორმებს მიიღებს. ამიტომ, ჩვენ იმის იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ იქ სიმართლეს მივაღწევთ.

„ვითარცა კუდი ძაღლისაი არ განემართების, არცა კირჩხიბი მართად ვალს“, ამათზეა ზუსტად ნათქვამი. შავზე გეუბნებიან, რომ თეთრია, თეთრზე, რომ შავია, თან გვეუბნებიან, რომ უნდა დაიჯერო და თან ენთუზიაზმი უნდა გამოხატო ამ დაჯერებისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგაბრალებენ დავუშვათ პრორუსობას, ან პროჩინელობას, ან მსგავს რაღაც სიგიჟეს. აი, ეს არის“, – აღნიშნა  მანჯავიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები