პროკურორი – ირაკლი შაიშმელაშვილის საქმეზე: წარმოდგენილია საჯაროდ გაკეთებული მოწოდებები, რაც მიმართული იყო 2025 წლის 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე ძალადობრივად მოქმედი პირების მობილიზებისკენ

“წარმოდგენილია საჯაროდ გაკეთებული მოწოდებები, რაც მიმართული იყო 2025 წლის 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე ძალადობრივად მოქმედი პირების მობილიზებისკენ,”- ამის შესახებ პროკურორმა, ვახტანგ ცალუღელაშვილმა ირაკლი შაიშმელაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

“დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება დანაშაულის ჩადენისთვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას. საქმეში წარმოდგენილია შემდეგი მტკიცებულებები: საჯაროდ გაკეთებული მოწოდებები, რაც მიმართული იყო 2025 წლის 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე ძალადობრივად მოქმედი პირების მობილიზებისკენ. ასევე, მოწოდებები შსს-ის თანამშრომლების მიმართ, რომ მათ არ შეესრულებინათ საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობები და ხელი არ შეეშალათ ძალადობრივად მოქმედი პირებისათვის განეხორციელებინათ თავიანთი მიზნები,” – განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები