“პეტერ ფიშერი არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული აქტივისტი, გამორჩეული მხარდამჭერი, გამორჩეული წამხალისებელი დღევანდელი ექსტრემისტული ოპოზიციის” – ირაკლი ხელაძე

“პეტერ ფიშერი არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული აქტივისტი, გამორჩეული მხარდამჭერი, გამორჩეული წამხალისებელი დღევანდელი ექსტრემისტული ოპოზიციის”, –  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატმა – ირაკლი ხელაძემ განაცხადა.

„ევროპელი ბიუროკრატები ძალიან წარმატებულად ემსახურებიან „დიფ სთეითის“ ინტერესებს, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ, რომ საქართველოში ხელისუფლება შეცვალონ. პეტერ ფიშერი არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული აქტივისტი, გამორჩეული მხარდამჭერი, გამორჩეული წამხალისებელი დღევანდელი ექსტრემისტული ოპოზიციის, საქართველოში მოქმედი აგენტურის სახით. შესაბამისად, ძალიან ლოგიკურია ის, რომ მათ შორის გერმანიაში კონკრეტულმა პარტიამ მის მიმართ მსგავსი დაინტერესება გამოიჩინა“, – აღნიშნა  ხელაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები