“ჩვენ გვინდა, გვქონდეს სამართლებრივი სახელმწიფო; აქედან გამომდინარე, თუ ვინმე კანონს არღვევს, შესაბამისად, მან პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე” – ნიკოლეიშვილი

“ერთი ფაქტია, რომ ჩვენ გვინდა, გვქონდეს სამართლებრივი სახელმწიფო. აქედან გამომდინარე, თუ ვინმე კანონს არღვევს, შესაბამისად, მან პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ლევან ნიკოლეიშვილმა “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.

ნიკოლეიშვილი ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკებს გამოეხმაურა.

„სუს-ში მიმდინარეობს მასალების შესწავლა და იქიდან გამომდინარე, თუ გამოიკვეთება ვინმეს დანაშაულებრივი ქმედებები, თავისთავად ცხადია, რომ სახელმწიფო ამ შემთხვევაში და შესაბამისი ორგანოები იმოქმედებენ ადეკვატურად, კანონის შესაბამისად. აქ უკვე მნიშვნელობა არ აქვს, კონკრეტულად ვინ არიან ეს ადამიანები, ან რას წარმოადგენენ, გნებავთ დღეს, გნებავთ გუშინ რა თანამდებობებს იკავებდნენ. თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, აქაც არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ეს დანაშაული კორუფციული თვალსაზრისით არის გამოწვეული თუ ასევე რაღაც მიმართულებები იკვეთება 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით.

ერთი ფაქტია, რომ ჩვენ გვინდა გვქონდეს სამართლებრივი სახელმწიფო. აქედან გამომდინარე, თუ ვინმე კანონს არღვევს, შესაბამისად მან პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე“, – აღნიშნა  ნიკოლეიშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია (იგივე სანდრო) ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები