სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
სამტრედიაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ავტომობილი დაეჯახა და ის ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.