სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი ტალახაძეს, იური ლომიძეს, დავით გიუნაშვილსა და თემურ ქურციკიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, ხოლო მარიამ მეყანწიშვილს 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ პირებს – გიორგი ტალახაძეს, იური ლომიძეს, დავით გიუნაშვილს და თემურ ქურციკიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო მარიამ მეყანწიშვილს 10 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა – გადახდის ვადად  30 დღე განისაზღვრა.

ბრალდების მხარე სხდომაზე ოთხი პირის მიმართ აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, ხოლო მარიამ მეყანწიშვილის მიმართ – გირაოს შეფარდებას.

შეგახსენებთ, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში პოლიციამ გუშინ კიდევ 16 პირი დააკავა, სულ დაკავებულია 62 ადამიანი.

აქციის ფარგლებში დაკავებულ თემურ ქურციკიძეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი ტალახაძეს, იური ლომიძეს, დავით გიუნაშვილს, მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები