ირაკლი ქადაგიშვილი: იმდენად გადააბიჯა დიპლომატიურ წესს გერმანიის ელჩმა, რომ ეს გერმანიაში პოლიტიკური განხილვის საკითხი გახდა და კარგია

“იმდენად გადააბიჯა დიპლომატიურ წესს გერმანიის ელჩმა, რომ ეს გერმანიაში პოლიტიკური განხილვის საკითხი გახდა და კარგია,”- ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს კარგი პრეცედენტია იმისათვის, რომ სხვადასხვა ქვეყნის მიერ მათი საელჩოები შემდგომში არ იყოს გამოყენებული რევოლუციური მოძრაობების გასაღვივებლად.

„იმდენად გადააბიჯა დიპლომატიურ წესს, სხვა ქვეყნის პატივისცემას და მის საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს გერმანიის ელჩმა, რომ ეს რა რა თქმა უნდა, გერმანიაში პოლიტიკური განხილვის საკითხი გახდა და კარგია, რომ ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა და წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიამ ამასთან დაკავშირებით შესაბამისი კითხვა გაუგზავნა გერმანიის მთავრობას. ეს კარგი პრეცედენტია იმისათვის, რომ სხვადასხვა ქვეყნის მიერ მათი საელჩოები შემდგომში არ იყოს გამოყენებული რევოლუციური მოძრაობების გასაღვივებლად”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

“ქრონიკის” ინფორმაციით, პეტერ ფიშერის საქმიანობასა და სადავო აქტივობებზე კითხვის ნიშნები უკვე გერმანიაშიც გაუჩნდათ. საკითხს ქვეყნის ყველაზე პოპულარული და რეიტინგული პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ – AfD იკვლევს და საგარეო საქმეთა სამინისტროსგან პასუხებს ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები