ვოლსკი – ანიტა ჰიპერის განცხადებაზე: ამ განცხადებების ძალიან დიდი დამსახურებაა ის, რომ ბევრი ადამიანი შევიდა შეცდომაში და ჩაერთო ბოროტ საქმიანობაში

“ამ განცხადებების ძალიან დიდი დამსახურებაა ის, რომ ბევრი ადამიანი შევიდა შეცდომაში და ჩაერთო ამ ბოროტ საქმიანობაში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ  ევროკომისიის პრესსპიკერ ანიტა ჰიპერზე საუბრისას.

„ამ განცხადებების ძალიან დიდი დამსახურებაა ის, რომ ბევრი ადამიანი შევიდა შეცდომაში და ჩაერთო ამ ბოროტ საქმიანობაში. ამის უკან დევს სერიოზული პოლიტიკური ამოცანა, მიზანი, რომელიც აბსოლუტურად არ უკავშირდება იმ პრინციპებს, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებების დაცვა, რომელიც ფეხქვეშ იყო გათელილი იმ ხალხის მიერ, ვინც ამ განცხადებების გამკეთებლების მხრიდან დღეს არის მხარდაჭერილი. აქედან გამომდინარე გავაკეთოთ დასკვნები“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ევროკომისიის პრესსპიკერისგან მხარდაჭერილი და შეგულიანებული ადამიანები 4 ოქტომბერს დანაშაულზე წავიდნენ.

ანიტა ჰიპერმა განაცხადა: „ქართული ოცნება“ რეპრესიულ ზომებს მიმართავს, რომლებიც რუსული პროპაგანდისტული მანქანის მიერ არის შთაგონებული”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები