შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი შაიშმელაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 4 ოქტომბრის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შაიშმელაშვილს ბრალად საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება ედება.

„უცხოეთში მყოფ ორ პირთაგან, რომელთა მიმართაც დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა, ერთ-ერთი ირაკლი შაიშმელაშვილია. მას ბრალად ედება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება.“- განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები