“რასაც ევროკავშირი ახლა საქართველოსთან მიმართებით აკეთებს, უბრალოდ, ცუდია, რადგან ისინი ხალხის უმრავლესობის სურვილს არ აღიარებენ” – გერმანელი ევროპარლამენტარი

“დასაცავია საქართველოს სუვერენიტეტი. რასაც ევროკავშირი ახლა საქართველოსთან მიმართებით აკეთებს, უბრალოდ, ცუდია, რადგან ისინი ხალხის უმრავლესობის სურვილს არ აღიარებენ”, – ამის შესახებ „ქრონიკას“ გერმანელმა ევროპარლამენტარმა, პარტიის – „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარმომადგენელმა, ტომაშ ფროლიხმა განუცხადა.

„ჩვენი ინფორმაციის თანახმად, გერმანიის ელჩი საქართველოს შიდა საქმეებში ერევა და ეს ასე არ უნდა ხდებოდეს. ჩვენ გვჭირდება განმარტება. ვიცით, რომ მას აქვს ბევრი შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან და არ აქვს შეხვედრები ხელისუფლებასთან. ეს ბალანსს არღვევს. გვჭირდება ახსნა. არ არის ჩვენს ინტერესებში, რომ გერმანიის ელჩი ასე ერეოდეს სხვა ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობაში.

ვენის კონვენციის თანახმად, აკრძალულია რომ ასეთი საუბრები დიპლომატს ჰქონდეს ოპოზიციასთან და ამიტომაც ვითხოვთ დამატებით ინფორმაციას.

გერმანიის ხელისუფლებას დავუსვით კითხვები და ველოდებით პასუხს. ჯერ პასუხები არ მიგვიღია. თუ ეს მართალია და ის ერევა სხვა ქვეყნის საქმეებში, მაშინ პერსონალური ზომები უნდა მივიღოთ. დასაცავია საქართველოს სუვერენიტეტი, რასაც ევროკავშირი ახლა საქართველოსთან მიმართებით აკეთებს, უბრალოდ ცუდია, რადგან ისინი ხალხის უმრავლესობის სურვილს არ აღიარებენ “, – აღნიშნა ტომაშ ფროლიხმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები