აგვისტოში თუმანიშვილის თეატრი ედინბურგში სპექტაკლს წარადგენს
25 აგვისტომდე „Theatre Tours International“ და თუმანიშვილის თეატრი ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალზე ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმას“ წარადგენს. სპექტაკლი ლიცენზირებულია ჯორჯ ორუელის სახლის მიერ. დამდგმელი რეჟისორი გაი მასტერსონია, მხატვარი სიმონ მაჩაბელი, კომპოზიტორი გოგი ძოძუაშვილი, ქორეოგრაფი მურო გაგოშიძე. პროექტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.