დავით ნარმანია: ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფის მატება მოსალოდნელი არ არის

როგორც ბუნებრივი გაზის, ასევე ენერგეტიკის სექტორში არსებულ სამომხმარებლო ტარიფებს ვინარჩუნებთ, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გაზსა და დენზე ტარიფების ზრდის საფუძველი არ არსებობს.

„მარეგულირებელ კომისიას დადგენილი აქვს როგორ ელექტროენერგიის, ასევე, ბუნებრივი გაზის ტარიფები. ამ ეტაპისთვის რაიმე სახის მოცემულობა არ გვაქვს, რომელიც იქნებოდა საფუძველი იმისა, რომ ტარიფები გაგვეზარდა. ამდენად, როგორც ბუნებრივი გაზის, ასევე ენერგეტიკის სექტორში ჩვენ ვინარჩუნებთ სამომხმარებლო ტარიფებს და ამ გადმოსახედიდან ტარიფების ზრდის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები