სანკტ-პეტერბურგის პოლიციამ ლგბტ მოძრაობის ოთხი აქტივისტი დააკავა

 „Coming Out“-ის ოთხი აქტივისტი რუსეთში ლგბტ პირების დისკრიმინაციის საწინაღმდეგო აქციის გამართვას გეგმავდნენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისინი სანკტ-პეტერბურგის პოლიციამ დააკავა. ლგბტ-ორგანიზაციას აქციის მოწყობა 7 თებერვალს – ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის დღეს უნდოდა. მათ მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა სურდათ, რომ ოლიმპიური თამაშების მასპინძელ რუსეთში მუდმივად ირღვევა ლგბტ საზოგადოების წარმომადგენელთა უფლებები. თუმცა „Coming Out“-ის აქტივისტებმა აქციის ჩატარება ვერ შეძლეს.
რუსული მედიის ცნობით, გუშინ, ლგბტ აქტივისტების აქცია მოსკოვის წითელ მოედანზეც გაიმართა. ათივე აქტივისტი პოლიციამ არასანქცირებული აქციის გამართვის მოტივით დააკავა. სოჭის ოლიმპიური თამაშების გახსნის დღეს ლგბტ აქტივისტებმა რუსეთის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქშიც გამართეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები