დღეს კულტურის მინისტრი მოადგილეებს წარადგენს
დღეს, 18:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მოადგილეებს წარადგენს. კულტურის მინისტრის მოადგილეები გურამ ოდიშარიას მინისტრობის პერიოდში მანანა ბერიკაშვილი და პეტრე ბაგრატიონ – გრუზინსკი იყვნენ. ჯერჯერობით უცნობია, ვის დაასახელებს ახალი მინისტრი ამ თანამდებობაზე. სამინისტროში მოსვლისთანავე მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ უწყებაში თავის გუნდთან ერთად მოდიოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ერთ-ერთი მოადგილე კახი კანდელაკი იქნება, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დაუზუსტებელია.
ახალი მოადგილეების წარდგენა კულტურის სამინისტროში მოხდება.