სამტრედიაში, რეგიონების ინტერნეტიზაციის მიზნით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის მშენებლობა იწყება

რეგიონების ინტერნეტიზაციის მიზნით, სამტრედიაში, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის მშენებლობა იწყება. ამის შესახებ “კვირას” სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს, მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, ა(ა)იპ „ოუფენ ნეტისა“ და ქსელის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.

ამ ეტაპზე, სოფელი გორმაღალი და ზემო ნოღა ასაშენებელი არეალებია, სადაც დაგეგმილია მაღალმთიანი სოფლების ინტერნეტიზაციის მიზნით ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მოწყობა.

პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის „ოუფენ ნეტის“ წარმომადგენლებმა, ქსელის მშენებელ კომპანიასთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს სამუშაოების დეტალებთან დაკავშირებით.

ოუფენ ნეტის დირექტორმა, მარიამ სულაბერიძემ, ტექნიკურ დირექტორთან, ალექსანდრე ღლონტთან ერთად ისაუბრა პროექტის მიმდინარეობასა და ტექნიკურ დეტალებზე.

,,მისასალმებელია, რომ სამტრედიაში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროცესში ხორციელდება მოსახლეობისთვის უმაღლეს სტანდატრებზე გათვლილი სერვისი, რომელიც ინტერნეტის მიწოდების უმაღლეს ხარისხს გულისხმობს. მუნიციპალიტეტი პროექტის მხარდამჭერია და წარმატებებს ვუსურვებთ კომპანიას,” – აღნიშნა დავით ბახტაძემ.

პროექტი 2020-2025 წლებს მოიცავს და მოსახლეობისთვის ხარისხიანი ინტერნეტის წვდომის შესაძლებლობას ქმნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები