ოზურგეთის მერმა მოქალაქეთა მიღება გამართა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, პაატა კუნჭულიამ მოქალაქეთა მიღება გამართა. ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოქალაქეებმა ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, დასაქმებისა და პირად საკითხებზე ისაუბრეს.
“შეხვედრა პირველ მოადგილესთან, ბექა ჩხიკვიშვილთან და მერის მოადგილეებთან – გურამ გოლიაძესთან და სოფო რამიშვილთან ერთად მიმდინარეობდა”,- წერია ინფორმაციაში.