სოფელ დირბში გზის ასფალტირება დაიწყო

სოფელ დირბში გზის ასფალტირება დაიწყო. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.

“ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სოფელ დირბში გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 376 გრძივ მეტრზე ასფალტობეტონის საფარი დაგება, ასევე ხელოვნური ნაგებობების , მიერთებებისა და ეზოში შესასვლელების მოწყობა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსამზადებელი და მიწის ვაკისის მოსაწყობი სამუშაოები.

პროექტს ახორციელებს შპს „ნ.კ”.

სამუშაოები მიმდინარეობს რეგიონში განსახორცილებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები