ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვედურეთში გზის ასფალტირება დაიწყო
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვედურეთში გზის ასფალტირება დაიწყო. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სოფელ ქვემო ხვედურეთში გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები.
“პროექტის ფარგლებში ასფალტობეტონის საფარი მოეწყობა 427 მეტრ მონაკვეთზე, ასევე მიერთებებსა და ეზოში შესასვლელებზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსამზადებელი და მიწის ვაკისის მოსაწყობი სამუშაოები.
პროექტს ახორციელებს შპს „ნითე”. სამუშაოები მიმდინარეობს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით,”- წერია ინფორმაციაში.