ვახტანგ კიკაბიძის კონცერტი 23 აგვისტოს ბათუმში გაიმართება

   23 აგვისტოს, 20:00 საათზე, ბათუმის ხელოვნების ცენტრში ვახტანგ კიკაბიძის საიუბილეო კონცერტი გაიმართება. საღამო ორ საათს გასტანს და მსმენელს მომღერლის შემოქმედებიდან ცნობილი და საყვარელი სიმღერების მოსმენის საშუალება მიეცემა. სპეციალურად კონცერტისთვის ბათუმს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მომღერლის მეგობრები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები ეწვევიან. კონცერტზე მომღერალი გოგი ცაბაძის ქალაქურ სიმღერებთან ერთად, რუსულ სიმღერებსაც შესთავაზებს, ასევე საღამოზე ვახტანგ კიკაბიძის მეგობრები და მისი მუსიკალური პარტნიორები გამოვლენ. მსმენელს საიუბილეო კონცერტის მსვლელობისას ცნობილი კინოფილმებიდან  ნაწყვეტების მოსმენის საშუალებაც მიეცემათ, სწორედ იმ ფილმებიდან, რომლების თავად მომღერლის რეჟისურით იქმნებოდა.  კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 20-დან 35 ლარამდეა და მათი შეძენა მსურველს უკვე შეუძლია ბათუმის ხელოვნების ცენტრსა და სასტუმრო ”ინტურისტში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები