იზა ორჯონიკიძის ხსოვნის საღამო გაიმართა

  დღეს ლიტერატურის მუზეუმში (გიორგი ჭანტურიას №8)  პოეტისა და ლიტერატორის, მუზეუმის დირექტორის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის იზა ორჯონიკიძის ხსოვნის საღამო გაიმართა.
იზა ორჯონიკიძე დაიბადა 1938 წლის 21 ნოემბერს თბილისში. 1965 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სლავური განყოფილება. 1967 წლიდან დაბრუნდა თბილისში და სხვადასხვა დროს მუშაობდა გამომცემლობებში: „ნაკადული“, „საბჭოთა საქართველო“, „მერანი“. 1976-82 წლებში იყო გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი. 1987-89 წლებში მუშაობა საპატრიარქოში, ხოლო 1989 წლიდან კვლავ ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორია. 1993-96 წლებში – საქართველოს პარლამენტის წევრი.
იზა ორჯონიკიძეს ეკუთვნის ლექსების წიგნები: „ნათელი“, „ქვის სასთუმალი“, „წვიმის მოსვლამდე“, „ავტოპორტრეტი“,„სასწაულია შეხვედრა ჩვენი“, „ოდესღაც და სულ ახლახან“. “რომაული არდადეგები”, “წვიმიანი გაზაფხულის ქრონიკა”.
გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე გამოიცა იზა ორჯონიკიძის რჩეული სამტომეული – “ჩემი ოდისეა”, “სულის სახლში”,”გამოძახილი”. ამავე წელს დაისტამბა იზა ორჯონიკიძის ავტობიოგრაფიული წიგნი “თავწყარო”. იზა ორჯონიკიძეს ეკუთვნის რუსი პოეტის ანა ახმატოვას ლექსების თარგმანი – კრებული “50 ლექსი” და მე-20 საუკუნის ბერძნული პოეზიის თარგმანთა ორი გამოცემა: “მახსოვს, მწყუროდა” და კონსტანტინე კავაფისის ლექსების კრებული. იზა ორჯონიკიძის პოეზია თარგმნილია რუსულ და უკრაინულ ენებზე.
იზა ორჯონიკიძე არის ილია ჭავჭავაძისა და ნიკო ნიკოლაძის პრემიების ლაურეატი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით და თბილისის საპატიო მოქალაქის ტიტულით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები