რუსმა ოკუპანტებმა ოდესის ერთ-ერთ რაიონზე სარაკეტო იერიში მიიტანეს – არიან დაშავებულები
რუსმა ოკუპანტებმა დილით ოდესის ოლქის ერთ-ერთ რაიონზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. უკრაინული მედიის ცნობით, მტრის საკრუიზო რაკეტა სასოფლო-სამეურნეო საწარმოს დაეცა.
წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა ორი ადამიანი.
“რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავებმა ოდესის ოლქის ერთ-ერთ რაიონზე დარტყმა საკრუიზო რაკეტებით განახორციელეს. Х-59 ტიპის რაკეტა სასოფლო სამეურნეო საწარმოს დაეცა, სადაც ასევე საწყობია განთავსებული. წინასწარი ინფორმაციით, ორი ადამიანი დაშავდა. ხანძარი ლიკვიდირებულია”, – თქვა ოდესის ოლქის სპიკერმა, ბრაჩუკმა.