გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან წიგნები დაიკარგა
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან წიგნები დაიკარგა. წიგნების დაკარგვის ფაქტი უნივერსიტეტის ყოველწლიური აღწერის პროცესის დროს ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა შენიშნეს, რის შემდეგაც საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. აღწერის პროცესი ერთ კვირაში დასრულდება, ამის შემდეგ დადგინდება, ფონდის რა ნაწილია დაკარგული. უნივერსიტეტის თანამშრომლების თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ასეთი ფაქტი პირველად დაფიქსირდა. უკანასკნელი აღწერით, ბიბლიოთეკაში 300 000 წიგნი იყო.