აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მარია ზახაროვა და კიდევ 16 პირი სასანქციო სიაში შეიყვანა
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა და კიდევ 16 პირი სასანქციო სიაში შეიყვანა.
ამის შესახებ ინფორმაცია უწყების ვებგვერდზეა განთავსებული.
სასანქციო სიაში ასევე მოხვდა რუსეთის მშენებლობის მინისტრი ირეკ ფაიზულინი, ოლიგარქი ალექსეი მორაშოვი და მისი შვილები, ვიოლონჩელისტი სერგეი როლდუგინი და სხვა.