ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი დაამტკიცა
ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი დაამტკიცეს, რომელიც ნავთობის ნაწილობრივ ემბარგოს მოიცავს.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში “რადიო თავისუფლების” კორესპონდენტმა, რიკარ იოზვიაკმა დაწერა.
„რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი დამტკიცებულია ევროკავშირის ელჩების მიერ. პატრიარქ კირილის წინააღმდეგ პირადი სანქციების გარეშე“, – წერს იოზვიაკი.
მისი თქმით, დეტალები 3 მაისს ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ლიდერებმა სამიტზე, რომელიც 30-31 მაისს გაიმართა, მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს დაწესების შესახებ.
გარდა ამისა, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, პაკეტში 80 რუსი ოლიგარქისთვის შეზღუდვები შედის.