ქართული არტილერიის პერსპექტიული განვითარების კონფერენცია

  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრი „საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არტილერიის პერსპექტიული განვითარების“ კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენციის მიზანია არტილერიის შემდგომი განვითარებისთვის კონცეფციის შემუშავება. ორდღიანი კონფერენცია საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ორგანიზებით იმართება. ღონისძიება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გახსნა. კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბის სხვადასხვა დეპარტამენტისა და სარდლობის ოფიცრებმა საცეცხლე ქვედანაყოფების, საარტილერიო დაზვერვის, ცეცხლის მართვისა და კონტროლის, დოქტრინების, სტრუქტურების, განათლებისა და საბრძოლო მომზადების განვითარების საკითხები განიხილეს. არტილერიის პერსპექტიული განვითარების კონფერენცია ორდღიანია და 5 აგვისტოს დასრულდება.

2

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები