დონალდ ტუსკმა “ევროპის სახალხო პარტიის” თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
ევროსაბჭოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, დონალდ ტუსკმა ევროპის სახალხო პარტიის (EPP) თავმჯდომარის თანამდებობა ოფიციალურად დატოვა.
ამის შესახებ Euractiv წერს.
როტერდამში EPP-ის ახალი ლიდერების არჩევნები პარტიის ყრილობაზე მიმდინარეობს. მოსალოდნელია, რომ ტუსკს ევროპარლამენტში EPP ფრაქციის ხელმძღვანელი, მანფრედ ვებერი შეცვლის.
ტუსკი EPP-ს 2019 წლის ნოემბრიდან, ევროსაბჭოს პრეზიდენტის ვადის დასრულების შემდეგ ხელმძღვანელობს.
”ეს იყო 900 დღე, რომელიც მსოფლიო დააზიანა,” – თქვა ტუსკმა და პანდემია, “ბრექსიტი”, ბელარუსში ანტისამთავრობო პროტესტის ტალღა და უკრაინაში რუსეთის შეჭრა იგულისხმა.
ტუსკმა დასძინა, რომ EPP-მა უნდა წარმართოს ევროპისა და მისი ძირითადი ფასეულობების აღორძინება.