ნინო კირთაძემ ფილმზე „წუნი“ მუშაობა დაასრულა
ნინო კირთაძემ თავის ახალ ფილმზე “წუნი” მუშაობა დაასრულა. ფილმის გმირი ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც საკუთარი თავის რწმენა ეკარგება. სიუჟეტი რეჟისორმა პირადი გამოცდილებიდან აიღო. საფრანგეთში მოღვაწე ქართველი კინოდოკუმენტალისტის რეალობაზე დაფუძნებული კინოსურათი ეკრანებზე უახლოეს მომავალში გამოვა. ფილმი უკვე გაიგზავნა ტორონტოს კინოფესტივალზე. ფილმს პირველად გერმანულ-ფრანგულ კულტურულ არხ „არტეზე“ აჩვენებენ, ამის შემდეგ კი ქართული კინოპრემიერაც შედგება. ნინო კირთაძე „წუნის“ პრემიერების შემდეგ მხატვრული ფილმის გადაღებასაც გეგმავს.