სოჭის ოლიმპიადაზე მოციგავე სიკვდილს გადაურჩა

   ინდოელი მოციგავე შივა კეშვანი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. სოჭში, ოლიმპიადის გახსნამდე, ვარჯიშისას სრიალის დროს მან კონტროლი დაკარგა, ციგიდან გადმოვარდა და ბილიკს რამდენჯერმე შეეჯახა, თუმცა სპორტსმენი გადარჩა და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. დიდი სიჩქარის მიუხედავად, მოციგავემ მაინც მოახერხა უკან, ციგაზე დაბრუნება და იმავე სიჩქარით სრიალის გაგრძელება. კეშვანი 1998 წელს იაპონიაში გამართულ ნაგანოს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა. ის სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ყველაზე ახალგაზრდა მოციგავეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები