კურტოს რესტავრატორები ვარძიის ფრესკებს იკვლევენ
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციტივით და ორგანიზებით, რამდენიმე კვირის წინ ვარძიაში დარგობრივ სპეციალისტთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც საგანგებოდ იყო მოწვეული იუნესკოს კონსულტანტი, იაპონიის კოიოტოს უნივერსიტეტის მეწყერების საერთაშორისო კონსორციუმის ვიცე-პრეზიდენტი კლაუდიო მარგოტინი, რომელმაც ქართველ კოლეგებთან ერთად იმ გადაუდებელ ქმედებებზე იმსჯელა, რომელიც ვარძიის ქვათა სისტემის გადარჩენისთვის უნდა განხორციელდეს.
ამ დროსთვის ვარძიაში კლდეში ნაკვეთი კომპლექსის ფრესკების გადარჩენის პროგრამა მოქმედებს. უძველესი ფრესკების კვლევით-დიაგნოსტიკურ სამუშაოებს ადგილზე კურტოს უნივერსიტეტისა და საქართველოს სამხატვრო აკადემიის რესტავრატორები ახორციელებენ. კედლის მხატვრობის კვლევის დასრულების შედეგად, მომზადდება დასკვნა, რომელიც ვარძიის ფრესკების საკონსერვაციო სამუშაოების ზუსტი მეთოდოლოგიის განსაზღვრის და კონსერცვაციის დაწყების საფუძველი გახდება.