ნინო ქათამაძე ჯგუფ „ინსაითთან“ ერთად ფრანგი მაყურებლის წინაშე წარდგა
გუშინ მომღერალი ნინო ქათამაძე ჯგუფ ‘’ინსაითთან” ერთად საფრანგეთის ქ. ბორდოში ფესტივალზე „მუსიკალური ზაფხული ბერჟერაკში” კონცერტით წარდგა. ნინო ქათამაძის შემოქმედება ფრანგმა მსმენელმა პირველად მოისმინა. ფესტივალი „მუსიკალური ზაფხული ბერჟერაკში” უკვე 26-ედ ტარდება. ის მრავალ ჟანრობრივ ხასიათს ატარებს და მრავალი დამსწრე ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. პროექტი ინიცირებულია პარიზში საქართველოს საელჩოს მიერ და ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს „საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციის პროგრამის” ფარგლებში.