დონატას სტანკევიჩუსის გამოფენა „გაჩერებაზე“ გაიხსნება

  გალერეა კონტეინერში ლიტველი მხატვრის, დონატას სტანკევიჩუსის ექსპოზიცია სახელწოდებით „გაჩერებაზე“ გაიხსნება, სადაც წარმოდგენილი იქნება მისი საქართველოში გადაღებული ფოტოები. ასევე, ახალგაზრდა ხელოვანი მასტერკლასს გამართავს თემაზე: „როგორ წარმოვადგინოთ ჩვენი ფოტოგრაფია“. ფოტოგრაფი ახალ პროექტზეც მუშაობას, რომლის გმირებიც მძღოლები არიან. მისი ახალი სერიის ფოტოებზე სწორედ ქართველი მძღოლები იქნებიან დაფიქსირებულნი – თავისი ძველი მანქანებით. გამოფენა ხვალ, 20:00 საათზე გაიხსნება და მსურველს მისი დათვალიერების საშუალება 1 კვირის განმავლობაში ექნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები