ლევან ნიკოლეიშვილი – გიორგი ხოჯევანიშვილზე: დაუფარავად, ოდნავი სითამამით ჩაერთო “ნაცების” კამპანიაში – ოღონდ “ოცნების” ხელისუფლებას არ მისცენ კანდიდატის სტატუსი და ყველაფერი წყალსაც წაუღია

„ოღონდ “ოცნების” ხელისუფლებას არ მისცენ კანდიდატის სტატუსი და ყველაფერი წყალსაც წაუღია“, – წერს ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში, სადაც პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებას ეხმაურება.

მისი თქმით, გახარიას გუნდიდან რომ ვინმე სიტყვა “ღალატს” ახსენებს, მანდ ყველაფერი დამთავრებულია.

„ღალატის ფორმულამ, ბოლი გახარიამ გამოაგორა თავისი მორიგი ჩინური ვერსია და ცოტა დაუფარავად, ოდნავი სითამამით ჩაერთო ნაცების კამპანიაში – ოღონდ “ოცნების” ხელისუფლებას არ მისცენ კანდიდატის სტატუსი და ყველაფერი წყალსაც წაუღია. ევროკავშირის სტატუსი იქით იყოს და, გახარიას გუნდიდან რომ ვინმე სიტყვა “ღალატს” ახსენებს, მანდ ყველაფერი დამთავრებულია“, – წერს ნიკოლეიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები