საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ კრიპტოვალუტის დანაშაულებთან დაკავშირებული ტრენინგი გახსნა

საქართველოს პროკურატურის პროკურორებისთვის, შსს-ს, სუს-ის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებისთვის, აშშ-ის მართლმსაჯულების დეპარტამენტის მხარდაჭერით, კრიპტოვალუტის დანაშაულებთან დაკავშირებული ტრენინგი მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ გახსნა, რომელსაც გენერალური პროკურორის მოადგილეები და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მრჩეველი, ლენა ოუენსი ესწრებოდნენ.

გენერალურ პროკურატურაში ოთხ-დღიან ტრენინგს აშშ-ის მართლმსაჯულების დეპარტამენტის და გამოძიების ფედერალური ბიუროს კიბერდანაშაულის გამოძიების სფეროში ექსპერტები: ენდრიუ ჟიგიელსკი, კრისტოფერ ვონგსი, ტომ დოგჰერტსი და ნიქჰილ ბჰაგატსი წარუძღვებიან. გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ მადლობა გადაუხადა აშშ-ის მართლმსაჯულების დეპარტამენტს თანამშრომლობისთვის; ასევე აღნიშნა, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, კრიპტოვალუტის ამოღების პროტოკოლი შეიქმნა, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია კრიპტოვალუტის დანაშაულებთან ბრძოლის წინააღმდეგ.

კრიპტოვალუტის დანაშაულებთან დაკავშირებული ტრენინგი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა ვირტუალური აქტივების დანაშაულებრივი გამოყენება, ვირტუალური აქტივების მოძიება და ამოღება, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების ანალიზი, კიბერდანაშაულის საქმეებზე საერთაშორისო თანამშრომლობა და სხვა. კიბერდანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, საქართველოს პროკურატურისა და აშშ-ის მართლმსაჯულების დეპარტამენტის თანამშრომლობით არაერთი მნიშვნელოვანი სასწავლო ღონისძიება იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები